ახალი ამბები

თუ ეს განცხადება მართალია და ვაშაძე თავმჯდომარედ დარჩა, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის – ჟორჟოლიანი

10 ნოემბერი, 2020 • 1990
თუ ეს განცხადება მართალია და ვაშაძე თავმჯდომარედ დარჩა, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის – ჟორჟოლიანი

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი აკრიტიკებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებაში ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანა “ძალზედ სახიფათო მდგომარეობაშია” და ოპოზიციას მოუწოდებს, ჩანაცვლდეს ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

“რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ, რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!”, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც…

Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2020

ვაშაძის ზემოხსენებული განცხადება თავდპირველად “ნიუპოსტმა” გაავრცელა. ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” დაუდასტურეს, რომ განცხადება ავთენტურია, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით — ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი