ახალი ამბები

კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი | 10 ნოემბერი

10 ნოემბერი, 2020 • 1085
კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი | 10 ნოემბერი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 10 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  63 650-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი გახდა კიდევ 22 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი და გარდაცვლილთა რიცხვი 521-მდე გაიზარდა.

ასევე, ბოლო 24 საათის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 2 348  პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  47 390-მდე.

დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, ქვემო ქართლში – 90, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 713. ინფიცირებულთაგან 4 709 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 361, აჭარაში – 732. მძიმე პაციენტი გვყავს 656, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი – მათ შორის, თბილისში – 153, აჭარაში – 60.

3 066 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 – აჭარაში, ხოლო 1 053 – თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 325 ადამიანი, აჭარაში – 15 021, იმერეთში – 4 246”, –  განაცხად ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი