ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში ომს ვწყვეტთ, ეს დაუჯერებლად მტკივნეულია | ნიკოლ ფაშინიანი

10 ნოემბერი, 2020 • 3026
ყარაბაღში ომს ვწყვეტთ, ეს დაუჯერებლად მტკივნეულია | ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების მიხედვით, სომხეთმა, რუსეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას.

“ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო. პერსონალურად მე მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის და მთლიანად ჩვენთვის ყველასთვის. ხელი მოვაწერე ომის შეწყვეტის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად. ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, არის დაუჯერებლად მტკივნეული ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის”, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მიერ საკუთარი Facebook-ის გვერდით გავრცელებულ განცხადებაში.

ფაშინიანის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, რეალობიდან საუკეთესო გამოსავალია.

“მე გადაწყვეტილება მივიღე საბრძოლო მდგომარეობის ღრმა ანალიზისა და იმ ხალხის პატივისცემით, ვინც საუკეთესოდ ერკვევა შექმნილ სიტუაციაში. ასევე, რწმენაზე დაყრდნობით, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ეს არ არის გამარჯვება, თუმცა არც დამარცხებაა. ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ერთობის დასაწყისი, ხელახლა დაბადების ერა”, -აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.

ჯერჯერობოთ უცნობია იმ ტექსტის შინაარსი, რაზეც, ფაშინიანის განცხადებით, სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ.

დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიტანულ BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ თუ ნიკოლ ფაშინიანი გააკეთებდა განცხადებას, რომ სომხური ძალები დატოვებდნენ აღდამს ლაჩინსა და კალბაჯარს, ომი დასრულდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი