ახალი ამბები

მწარმოებლის თქმით, COVID-19-ის ვაქცინამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

9 ნოემბერი, 2020 • 1729
მწარმოებლის თქმით, COVID-19-ის ვაქცინამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაციას მწარმოებელი ავრცელებს, ფართომასშტაბიანი ტესტირების პირველ შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. გამოცემის თქმით, პრეპარატის დასამტკიცებლად 50%-იანი ეფექტიანობაც საკმარისი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტს ვირუსის წინააღმდეგ იმ ადამიანების ნახევარი გამოიმუშავებდა, ვისაც ვაქცინას გაუკეთებდნენ. ამასთან, კომპანიის განცხადებით, ვაქცინას არ ჰქონია სერიოზული გვერდითი ეფექტები.

“გარდიანის” თქმით, ტესტირება გაგრძელდება მანამ, სანამ მისი ეფექტიანობის 164 შემთხვევა არ დადასტურდება. შესაბამისად, ეფექტუიანობის მაჩვენებელი შეიძლება მცირედით შეიცვალოს, თუმცა შუალედური ანგარიშის მიერ ნაჩვენები 90%-იანი ეფექტიანობა პანდემიის დასრულების პოტენციალზე მიუთითებს.

გამოცემის ცნობით, მე-3 ეტაპის ტესტირებაში 43 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, მათ შორის, სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის პირები.

მონაცემების შეგროვება, კომპანიის თქმით, ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება რის შემდეგაც პრეპარატი მარეგულირებლებს გაეგზავნება დასამტკიცებლად. როგორც “გარდიანი” წერს, სწრაფი ლიცენზირების პირობებში პრეპარატის პირველ დოზებს სამედიცინო მუშაკები წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი