ახალი ამბებისაზოგადოება

მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ

9 ნოემბერი, 2020 • 1173
მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, 22:00-დან 05:00 საათამდე, საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება იზღუდება. ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგიც.

კერძოდ, თბილისის მერიის განცხადებით, დღეიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ.

მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან.

მასალების გადაბეჭდვის წესი