ახალი ამბები

შსს-მ მოიტყუა, რომ გაზი არ იყო გამოყენებული — ხოშტარია

8 ნოემბერი, 2020 • 711
შსს-მ მოიტყუა, რომ გაზი არ იყო გამოყენებული — ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ცესკოსთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას მართავენ, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. მისი თქმით, შსს ცრუობს, როდესაც გაზის გამოყენებას უარყოფს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიტყუა, რომ გაზი არ იყო გამოყენებული. აქ არიან ადამიანები, ვისაც შეგიძლიათ ესაუბროთ, რომ გაზი იყო გამოყენებული. საკუთარ ტყულებში იბლანდებიან. მაგრამ ამით არაფერი არ გამოუვათ” — განაცხადა ხოშტარიამ “ფორმულასთან”.

მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია რომ ცესკოსთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას მართავენ, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. “ტვ პირველზე” ჩართვისას ჟურნალისტი, რომელიც სპეცილური დანიშნულების რაზმთან ახლოს იდგა, თქვა რომ სუნთქვა გაჭირდა, რადგან პოლიციამ გაზი გაუშვა.

წყლისჭავლთან ერთდა, პოლიციამ აქციის მონაწილების წინააღმდეგ გაზიც რომ გამოიყენა, ამაზე პირდაპირ ეთერში “მთავარი არხის” ჟურნალისტმაც განცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაზის გამოყენებას უარყოფს, სპეციალურად გამართულ ბრიგინგზე, რომელიც ცესკოს წინ პოლიციის ქმედებებს ეხებოდა, შს მინისტრის მოადგილემ, გაზზე გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.

“ვრცელდება დეზინფორმაცია გაზთან დაკავშირებით. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია”,- განაცხადა კახა საბანაძემ.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებს ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

ცესკოსთან გაფრთხილება სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხოლოდ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაჟღერდა. ასევე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი