ახალი ამბები

სერიოზულად არც ვუყურებთ – კახიანი ოპოზიციის ულტიმატუმზე

8 ნოემბერი, 2020 • 1456
სერიოზულად არც ვუყურებთ – კახიანი ოპოზიციის ულტიმატუმზე

„ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტარი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ულტიმატუმს სერიოზულად არ უყურებენ:

„მათი უფლებაა, რომ კანონის და გამოხატვის თვისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, ახლა ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცოტა ხნით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე გამოაცხდა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დღეს საღამოს 8 საათამდე აძლევს ულტიმატუმს: გადააყენონ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კი ოპოზიციის სამი მოთხოვნა წარუდგინა საზოგადოებას:

  • ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები;
  • გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიები დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
  • ყველა პოლიტპატიმარი უნდა იქნას გამოშვებული;

„8 საათმდე ბატონ ივანიშვილს აქვს დრო. მოიფიქრებს? მოიფიქრებს. არ მოიფიქრებს? ამის შემდეგ ჩვენ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას და აუცილებლად, მტკიცედ და მშვიდად, ამ ქვეყნის სიყვარულით, ვიმოქმედებთ ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაგა კახიანმა განაცხადა, რომ „მაშინ, როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხმა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით 6 ათასი ადამიანია იქ შეკრებული, ერთ რამეზე მეტყველებს: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იზიარებს იმას, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბებულიყო“.

მეორე გარემოებაზე, რაზეც, კახიანის თანახმად, მისი აღწერილი გარემოება მიუთითებს არის „ის, რომ არავის საქართველოში არ უნდა არეულობა და დესტაბილიზაცია“.

„ამიტომ მოვუწოდებ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, კი ბატონო, თუ უნდათ რაიმე სახის პროტესტი გამოხატონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა ძალიან მალე იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაუბრუნდებიან ჯერ საარჩევნო რეჟიმს, შემდეგ კი საპარლამენტო ცხოვრებას“, – განაცხადა კახიანმა.

ოპოზიცია 3 მოთხოვნას აყენებს: ჟვანიას გადადგომა, ხელახალი არჩევნები

ოპოზიცია 3 მოთხოვნას აყენებს: ჟვანიას გადადგომა, ხელახალი არჩევნები

მასალების გადაბეჭდვის წესი