ახალი ამბები

8 საათამდე ვაძლევთ ივანიშვილს ულტიმატუმს, ჟვანია გადააყენოს – მელია

8 ნოემბერი, 2020 • 1048
8 საათამდე ვაძლევთ ივანიშვილს ულტიმატუმს, ჟვანია გადააყენოს – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დღეს საღამოს 8 საათამდე აძლევს ულტიმატუმს:

„დღეს, საღამოს 8 საათამდე ჩამოყლიბდეს ივანიშვილი – გადააყენოს [ცესკოს თავმჯდომარე თამარ] ჟვანია და ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები, ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, – განაცხად ნიკა მელიამ.

„8 საათმდე ბატონ ივანიშვილს აქვს დრო. მოიფიქრებს? მოიფიქრებს. არ მოიფიქრებს? ამის შემდეგ ჩვენ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას და აუცილებლად, მტკიცედ და მშვიდად, ამ ქვეყნის სიყვარულით, ვიმოქმედებთ ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, – განაცხადა მან.

განახლება:

ოპოზიცია 3 მოთხოვნას აყენებს: ჟვანიას გადადგომა, ხელახალი არჩევნები

პარლამენტის წინ შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა წარმოადგინეს სამი მოთხოვნა, რასაც „ქართულ ოცნებას“ უყენებენ. მოთხოვნები „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა ოპოზიციური პარტიების ერთობის სახელით.

ეს სამი მოთხოვნაა:

  1. ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები;
  2. გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიები დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
  3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იქნას გამოშვებული;

„წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტოს, რა უნდა, წავა თავისთვის, თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირდება. ეს არის მოთხოვნები და წამზომი ჩართულია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი