ახალი ამბები

ხანძარი ვაკეში – ცეცხლი სამშენებლო ღობეს მოედო

7 ნოემბერი, 2020 • 1590
ხანძარი ვაკეში – ცეცხლი სამშენებლო ღობეს მოედო

ვაკეში, “აქსის თაუერის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარია. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სამშენებლო ღობეს მოედო.

ხანძარი 50-60 კვ.მ.-ზეა გავრცელებული და მის ჩასაქრობად ორი ეკიპაჟი მუშაობს.

უწყების პრესსამსახურის თანახმად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: სქრინი “რუსთავი2”-ის ვიდეოდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი