ახალი ამბები

585 მძიმე პაციენტიდან 345 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – მთავრობა

7 ნოემბერი, 2020 • 472
585 მძიმე პაციენტიდან 345 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – მთავრობა

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირებული 585 პაციენტიდან 345 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 14 612-ს აღწევს. 4 670 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740.

“მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98. 2 599 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე”, – აღნიშნავს მთავრობა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 2 859 შემთხვევა გამოვლიდა, გარდაიცვალა კიდევ 18 პაციენტი.

თბილისი – 1 197 შემთხვევა, აჭარა – 620 | კორონავირუსის განაწილება 7 ნოემბერს

მასალების გადაბეჭდვის წესი