ახალი ამბები

2 859 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი – 7 ნოემბერი

7 ნოემბერი, 2020 • 853
2 859 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი – 7 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 2 859 შემთხვევა გამოვლიდა, გარდაიცვალა კიდევ 18 პაციენტი.

18-დან 7 პაციენტი თბილისში დაიღუპა, აჭარაში – 4, იმერეთში – 4, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.

მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 760 ადამიანი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 39 773 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 441.

მასალების გადაბეჭდვის წესი