ახალი ამბები

სააკაშვილის აზრით, კოვიდ-სტატისტიკის ხელოვნურად გაბერვა ხდება, რომ ქვეყანა ჩაკეტონ

6 ნოემბერი, 2020 • 1117
სააკაშვილის აზრით, კოვიდ-სტატისტიკის ხელოვნურად გაბერვა ხდება, რომ ქვეყანა ჩაკეტონ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, კორონავირუსის სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდა ხდება, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ოპოზიციის აქიებს ხელი შეეშალოს.

“კორონას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ყველა სანიტარული ნორმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხდება ხელოვნურად გაბერვა ციფრების, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მათგან მოპარული არჩევნები. ამიტომ ყველა ნორმის დაცვით უნდა გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მათ LOCKDOWN-ით ჩვენ კი არ უნდა ჩაგვკეტონ, არამედ ჩვენ უნდა ჩავკეტოთ მათი უკანონო საქმიანობა”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Posted by Mikheil Saakashvili on Friday, 6 November 2020

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 775 შემთხვევა გამოვლიდა, გარდაიცვალა კიდევ 22 პაციენტი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 37 019 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 432. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცური პარტიები არ აღიარებენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მთელი კვირის განმავლობაში ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა ადგილას აქციებს მართავენ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამის გამო, საპროტესტო აქციებს მართავს. 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა მასშტაბური საპროტესტო აქციების გარეშეც შესაძლებელია, ამიტომ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, “პირადი ინტერესები” გამო, ქვეყანაში ვირუსის გარცელებას ხელს ნუ შეუწყობენ.

პირადი ინტერესები ბოროტად არ გამოვიყენოთ და არ გავავრცელოთ ინფექცია – ტიკარაძე ოპოზიციას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი