ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

6 ნოემბერი, 2020 • 869
ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი “ფეისბუქზე” წერს.

“ვფიქრობდი, რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალი-მეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე. ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და, სამწუხაროდ, 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები რომ არ ვიყო, აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა 8-ში მხოლოდ “იწყება” და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში. უჩემოდ ბარიკადები არ იქნება…”, — წერს ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი