ახალი ამბები

619 მძიმე პაციენტიდან 268 ხელოვნურ სუნთქვაზეა – მთავრობა

6 ნოემბერი, 2020 • 520
619 მძიმე პაციენტიდან 268 ხელოვნურ სუნთქვაზეა – მთავრობა

კორონავირუსით ინფიცირებული 619 მძიმე პაციენტიდან 268 მართვითი სუნთქვის აპარაზეა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, ამჟამად ქვეყანაში აქტიური ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14 525-ს აღწევს, რომელთაგან უმეტესობა ბინაზე მკურნალობს.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 094 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 31 370.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 775 შემთხვევა გამოვლიდა, გარდაიცვალა კიდევ 22 პაციენტი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 37 019 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 432.

2 775 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი – 6 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი