ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟანგბადის დეფიციტის გამო ცხინვალის ჰოსპიტალში ორი პაციენტი გარდაიცვალა

6 ნოემბერი, 2020 • 965
ჟანგბადის დეფიციტის გამო ცხინვალის ჰოსპიტალში ორი პაციენტი გარდაიცვალა

ცხინვალის საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე ორი პაციენტი ჟანგბადის მიწოდების პრობლემის გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია  ადგილობრივი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელისა და ექი-რეანიმატოლოგის, ალექსანდრ პლიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

“ჩვენ მორიგი დანაკარგი გვაქვს იმის გამო, რომ ჟანგბადი გათავდა. მე თავად ვიყავი იმ მომენტში “წითელ ზონაში”, როცა ორი მძიმე პაციენტი ქალი ჟანგბადის ნაკლებობის გამო გარდაიცვალა, კიდევ 70 პაციენტის მდგომარეობა კი გაუარესდა”.

პლიევის ცნობითვე, ჟანგბადის ბალონები საავადმყოფოში 40 წუთის დაგვიანებით შეიტანეს.

ექიმისა და დეპუტატის თქმით, სამხრეთ ოსეთის კლინიკებში, კოვიდ-პაციენტების გაზრდილი რაოდენობის გამო, იძულებული არიან, პაციენტები დერეფნებში განათავსონ.

რუსეთის საბაჟოზე კონტროლის გამკაცრების გამო, სამხრეთ ოსეთში COVID -19-ის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები და საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი ვეღარ შემოაქვთ.

აფთიაქში პარაცეტამოლსაც ვერ იყიდი | ცხინვალი რუსეთის შეზღუდვების პირობებში

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი