ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი – 1 044 თბილისში დადასტურდა. ამას მთავრობის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 044
- აჭარა – 503
- იმერეთი – 526
- ქვემო ქართლი – 207
- შიდა ქართლი – 177
- გურია – 89
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 117
- კახეთი – 36
- მცხეთა-მთიანეთი – 43
- სამცხე-ჯავახეთი – 25
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 37 019 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 432.