ახალი ამბები

არასდროს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს — ცქიტიშვილი

5 ნოემბერი, 2020 • 706
არასდროს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს — ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერი მაია ცქტიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის აუკრძალავს, თუმცა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პანდემიაა და თავიანთი პროტესტი რეგულაციების დაცვით გამოხატონ.

ცქიტიშვილის თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასა და ეკონომიკის დაცვაზე ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იფიქრონ.

“ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, ჩვენ არასდროს არ შეგვიზღუდავს საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პროცესი და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება არჩევნების შეჯამება და ასევე გველოდება მეორე ტური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საარჩევნო პროცესი ჩვენ ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე.

ამასთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ან პარტიები გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გამოხატავენ თავის აზრს, ეს მოხდეს რეგულაციების დაცვით. საჭიროა მხოლოდ პირბადის კეთება და დისტანციის დაცვა”, — განაცხადა ცქიტიშვილმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები აქციებს მართავენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიერებენ და 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია აქვთ დაანონსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი