ახალი ამბები

გლდანში გუშინდელი სროლის საქმეზე ორი პირი დააკავეს

5 ნოემბერი, 2020 • 795
გლდანში გუშინდელი სროლის საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 4 ნოემბერს, გლდანში მომხდარი სროლის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულები არიან 1983 წელსა და 1978 წელს დაბადებული პირები.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან – ბრალდებულ ი.ნ-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის – 1984 წელს დაბადებული ი.მ-ის და მისი მეგობრის – 1985 წელს დაბადებული ვ.ა-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი”,-წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ში აცხადებენ რომ სროლისას არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გლდანში სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი