ახალი ამბები

გლდანში სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

4 ნოემბერი, 2020 • 979
გლდანში სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

დღეს თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე იარაღიდან ისროდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არავინ დაშავებულა. ასევე არ არის მსხვერპლიც.

შშს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, მათ შორის, 151-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.

შსს-ში ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუ რის გამო მოხდა, ან რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სროლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი