ახალი ამბები

723 მძიმე პაციენტიდან 293 სუნთქვის აპარატზეა – მთავრობა

5 ნოემბერი, 2020 • 573
723 მძიმე პაციენტიდან 293 სუნთქვის აპარატზეა – მთავრობა

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირებული 723 პაციენტიდან 293 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირების შემთხვევები 15 332-ს აღწევს, რომელთაგან 4 489 მკურნალობს საავადმყოში, ხოლო 8 397 – ბინაზე.

„4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 198, აჭარაში – 723.

მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში – 316, აჭარაში – 100. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი – მათ შორის თბილისში – 150, აჭარაში – 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 127 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ამასთანავე, საკარანტინე იმყოფება 3 160 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 28 690.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2401 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი.

თბილისი – 976; აჭარა – 328 | კორონავირუსის განაწილება 5 ნოემბერს

მასალების გადაბეჭდვის წესი