ახალი ამბები

რატომ იმყოფებოდა უბნებზე ვაკის საოლქო კომისიის კოვიდდასტურებული თავმჯდომარე

4 ნოემბერი, 2020 • 1063
რატომ იმყოფებოდა უბნებზე ვაკის საოლქო კომისიის კოვიდდასტურებული თავმჯდომარე

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამაზ ფოლადაშვილს 24 ოქტომბერს დაუდასტურდა კორონავირუსი. მიუხედავად ამისა, 31 ოქტომბერს ის შევიდა უბნებზე და კომისიის წევრებს ოქმების შევსებაში ეხმარებოდა.

“ნეტგაზეთი” აღნიშნული ინფორმაცის გადასამოწმებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, თამაზ ფოლადაშვილმა PCR ტესტი 22 ოქტომბერს გაიკეთა, სიმპტომები კი უფრო ადრე გამოუვლინდა.

“23 ოქტომბრის საღამოს უკვე ჰქონდა დადასტურებული პასუხი, რომ იყო კოვიდდადებითი, რის გამოც კოვიდსასტუმროში გადავიდა. გარკვეული დღეების განმავლობაში გაიარა მკურნალობა და შესაბამისი პროცედურები, რაც გათვალისწინებულია ეპიდემიოლოგიური პროტოკოლით და 31 ოქტომბერს დილით, ექიმის შემოწმების და მისი ნებართვის საფუძველზე, გაეწერა კოვიდსასტუმროდან, რის შემდგომაც ის შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას”, – განმარტავს გიორგი კალანდარიშვილი.

კითხვაზე, შეუქმნა თუ არა საფრთხე თამაზ ფოლადაშვილმა კონტაქტებს მაშინ, როდესაც 12-დღიანი პერიოდის გასვლამდე დაუბრუნდა საქმიანობას, კალანადარიშვილი პასუხობს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ვერ იტყვის, გადამდები იყო თუ არა იმ დროისთვის ფოლადაშვილი, თუმცა მას სიმპტომები 22 ოქტომბრამდე გამოუვლინდა და სასტუმროდანაც ექიმის ნებართვით გაეწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი