ახალი ამბები

ვაკეში უბნების 76%-ში მაჟორიტარული ბიულეტენები დაუბალანსებელია – ხოშტარია

4 ნოემბერი, 2020 • 973
ვაკეში უბნების 76%-ში მაჟორიტარული ბიულეტენები დაუბალანსებელია – ხოშტარია

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიამ არჩევნებზე ვაკის ოლქში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ინფორმაციით:

  • ვაკის ოლქში გაბათილდა 3 989 ბიულეტენი – საშუალოდ 50 ბიულეტენი თითო უბანზე
  • უბნების 76%-ში მაჟორიტარული ბიულეტენი დაუბალანსებელია
  • დაკარგულია/გამქრალია 299 ბიულეტენი
  • 5 უბანზე ბიულეტენები ამომრჩეველზე მეტია
  • 02.02.36 საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმზე დაფიქსირდა 2 გაყალბებული ხელმოწერა
  • “კარუსელი” (პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ფოტოსურათების თანახმად, ერთმა პირმა ხმა მისცა როგორც მთაწმინდაზე, ისე ვაკეში)
  • 02.02.08 საარჩვენო უბნის ოქმზე არ არის ბეჭედი
  • ხელით ჩასწორებული ოქმი, როდესაც უბანზე გაცემული და უკვე ბეჭედდარტყმული ოქმი ცესკოს მიერ ატვირთულია ისე, რომ პოსტ ფაქტუმ, ხელით არის ჩაწერილი ბათილი ბიულეტენები
  • მანიპულაციური ოქმები, სადაც გრაფებში არ არის დასმული X-ები, რაც ციფრების ჩამატების საშუალებას იძლევა
  • ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთი დამალული იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მაჟორიტარულ ოქმებში დისბალანსი იმით ახსნა, რომ პანდემიის გამო შექმილ სპეცუბნებზე ინფიცირებული ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის მხოლოდ ნაწილი იყო იმავე რაიონში ჩაწერილი, სადაც ხმას აძლევდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი