მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ნეტგაზეთს მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ განუცხადა. მისივე თქმით, ქალი გუშინ, 3 ნოემბერს, კორონავირუსზე ტესტის პასუხის მიღებამდე გარდაიცვალა. ტესტი კი მას, როგორც ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გვეუბნება, 2 ნოემბერს გაუკეთეს.
“ის სახლში მკურნალობდა. როგორც ჩანს, ეგონა, რომ არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ეგონა ,თავისი დაავადებები უმწვავდებოდა და მკურნალ ექმის მიმართავდა, თუმცა სიტუაცია რომ არ გაუმჯობესდა, გადაწყვიტა წაეყვანათ კლინიკაში, ხოლო კლინიკაში წასაყვანად ტესტის პასუხი იყო საჭირო. [კლინიკაში] გადაყვანა ვერ მოასწრეს”,-აცხადებს ჯანაშია.