ახალი ამბები

საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 51 000 დოლარი აღმოვაჩინეთ – შემოსავლების სამსახური

4 ნოემბერი, 2020 • 1205
საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 51 000 დოლარი აღმოვაჩინეთ – შემოსავლების სამსახური

საბაჟო კონტოროლის სამმართველომ საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული თანხა – 51 000 აშშ დოლარი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანხა საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, არადეკლარირებული თანხის 10% დაეკისრა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 16 495 ლარს შეადგენს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი