ახალი ამბები

2295 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი – 4 ნოემბერი

4 ნოემბერი, 2020 • 1106
2295 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი – 4 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 19 პაციენტი. ამის შესახებ მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

მათივე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით,  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 19 პაციენტიდან 2 თბილისში გარდაიცვალა, 9 – აჭარაში,  6 – იმერეთში, 1 – შიდა ქართლში, 1 – სამეგრელო-ზემო სვანეთში.

სულ საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 31 170 გამოჯანმრთელდა, ხოლო 381 გარდაიცვალა.

თბილისი – 989, აჭარა – 387, იმერეთი – 387 | კორონავირუსის შემთხვევების განაწილება 4 ნოემბერს

მასალების გადაბეჭდვის წესი