ახალი ამბები

თბილისი – 989, აჭარა – 387, იმერეთი – 387 | კორონავირუსის შემთხვევების განაწილება 4 ნოემბერს

4 ნოემბერი, 2020 • 646
თბილისი – 989, აჭარა – 387, იმერეთი – 387 | კორონავირუსის შემთხვევების განაწილება 4 ნოემბერს

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 989
  • აჭარა — 387
  • იმერეთი — 387
  • ქვემო ქართლი — 166
  • შიდა ქართლი — 133
  • გურია — 27
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 97
  • კახეთი — 47
  • მცხეთა-მთიანეთი —33
  • სამცხე-ჯავახეთში – 29,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არ დაფიქსირებულა შემთხვევები.

ამ ეტაპზე  ქვეყანაში 15 240 აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის  თბილისის საავადმყოფოებში – 2 117, აჭარაში – 690.

მძიმე პაციენტი 569 არის, მათ შორის, თბილისში – 283, აჭარაში – 84. აქედა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი, მათ შორის თბილისში – 119, აჭარაში – 72.  

კოვიდ-სასტუმროში 2 428 ადამიანი  არის, მათ შორის 1 180 – აჭარაში, ხოლო 878 – თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 004 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 612, აჭარაში-1 392.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში – 2 735, აჭარაში – 12 427, იმერეთში – 4 025

მასალების გადაბეჭდვის წესი