ახალი ამბები

საბაშვო ბაღები მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ

3 ნოემბერი, 2020 • 869
საბაშვო ბაღები მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ

საქართველოს დიდ ქალაქებში სკოლებში სწავლა 4-25 ნოებრის ჩათვლით სრულად დისტანციურზე გადავიდა, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ეს შეზღუდვა არ ეხება საბავშვო ბაღებს. შესაბამისად, ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, დიდ ქალაქებში სკოლების დროებით დახურვა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებსა და სკოლებში საარჩევნო უბნების არსებობას უკავშირდება. შეზღუდვები ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს სრულად – პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

თბილისში არსებული 104 ბაგა-ბაღი არჩევნების გამო, 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, დაკეტილი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი