ახალი ამბები

დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა 4-დან 25 ნოემბრამდე დისტანციურად წარიმართება

3 ნოემბერი, 2020 • 2590
დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა 4-დან 25 ნოემბრამდე დისტანციურად წარიმართება

საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა 4-დან 25 ნოემბრამდე დისტანციურად გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მთავრობა გადაწყვეტილებას ხსნის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებითა და სკოლებში საარჩევნო უბნების არსებობით.

“იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და ასეულობით სკოლა გამოყენებული იქნება, როგორც საარჩევნო უბანი, აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, მარნეულში და გარდაბანში”, – თქვა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება  4-დან 25 ნოემბრამდე პერიოდზე ვრცელდება. ის ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და მოსწავლეებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი