ახალი ამბები

რესტორნები ყველგან 22:00 საათზე დაიხურება – მთავრობა

3 ნოემბერი, 2020 •
რესტორნები ყველგან 22:00 საათზე დაიხურება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 22:00 საათამდე შეძლებენ მუშაობას. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნები 22:00 საათამდე მუშაობდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში გამართულ ღონისძიებებში და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების დიდი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე. მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენ გვაქვს შეზღუდვები ქორწილებზე, ქელეხებზე, ნათლობებზე და სხვა მსგავს სოციალურ სუფრებზე, მათი წევრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე და კვლავ შევახსენებ ჩვენს მოსახელობას, რომ დავიცვათ ეს შეზღუდვა”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

24 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმოამდგენლების შეხვედრის შემდეგ, რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მათ მთავრობისგან მიიღეს დაპირება რესტორნების 22:00 საათამდე მუშაობის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი