მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ მეზვრიშვილმა Facebook-ზე დაწერა.
როგორც მთარობის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, ამ დროისთვის ადმინისტრაციიდან იზოლაციაში მხოლოდ მეზვრიშვილი და გიორგი გახარია იმყოფებიან. ნეტგაზეთის კითხვაზე, ვინ შეასრულებს მეზვრიშვილის მოვალეობას, პრესსამახურში ამბობენ, რომ მას მოადგილეები ჰყავს, ასევე, შეუძლია დისტანციურ რეჟიმში იმუშაოს.








