ახალი ამბები

519 მძიმე პაციენტიდან 230 მართვით სუნთქვაზეა | კორონავირუსი

2 ნოემბერი, 2020 • 892
519 მძიმე პაციენტიდან 230 მართვით სუნთქვაზეა | კორონავირუსი

2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 519 მძიმე პაციენტი მკურნალობს, 230 პირი კი მართვითი სუნთქვის აპარატზეა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 411 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება ანუ ის პირი, ვისაც კორორნავირუსი დაუდასტურდა და ახლა მკურნალობს.

„4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 86.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი – მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე,“ – ამბობს საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 2 867 პირი, აჭარაში – 13 341, იმერეთში – 3 813.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 26 800 გამოჯანმრთელდა, ხოლო 342 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი