ახალი ამბები

თბილისში – 650 შემთხვევა, აჭარაში – 389 | კორონავირუსის განაწილება 2 ნოემბერს

2 ნოემბერი, 2020 • 597
თბილისში – 650 შემთხვევა, აჭარაში – 389 | კორონავირუსის განაწილება 2 ნოემბერს

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა თბილისში დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისში 650 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში კი – 389. რეგიონების მიხედვით სრული გადანაწილება ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 650
  • აჭარა – 389
  • იმერეთი – 441
  • ქვემო ქართლი – 68
  • შიდა ქართლი – 51
  • გურია – 28
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 114
  • კახეთი – 20
  • მცხეთა-მთიანეთი – 51
  • სამცხე-ჯავახეთი – 27
  • რაჭა-ლეჩქუმი და ქვემო სვანეთი – 13სულ საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 26 800 გამოჯანმრთელდა, ხოლო 342 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი