საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი.
უწყების თქმით, 7 გარდაცვლილი პაციენტიდან 6 აჭარაში გარდაიცვალა, ხოლო 1 – კახეთში.
„4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი – მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში,“ – ამბობს საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა.
სულ საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 26 800 გამოჯანმრთელდა, ხოლო 342 გარდაიცვალა.