ახალი ამბები

პოლიციამ პარლამენტთან კარავი არ გაგვაშლევინა – დეკანოიძე

1 ნოემბერი, 2020 • 811
პოლიციამ პარლამენტთან კარავი არ გაგვაშლევინა – დეკანოიძე

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პოლიციელები პარლამენტთან კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ. მისი თქმით, იქ დარჩენას მაინც აპირებს.

„გვქონდა ერთი კარავი, მოვიდა პოლიცა და მითხრეს, არ გაქვთ კარვის გაშლის უფლებაო. ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეს“, – უთხრა დეკანოიძემ ჟურნალისტებს დაახლოებით 20:00 საათისთვის.

„მე და ჩემს მეგობრებს გვინდა, რომ პროტესტის ფორმა გვქონდეს ასეთი, რომელიც გამოხატავს იმ უკიდურეს აღშფოთებას და გაბრაზებას იმის წინააღმდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა… ეს არის პროტესტის ფორმა, რომლის უფლებაც მე მაქვს, როგორც ერთ მოქალაქეს, რომელსაც მოპარეს არჩევნები“, – აცხადებს პოლიტიკოსი.

„მე ვაპირებ პირადად პარლამენტთან დარჩენას ღამე. ვისაც უნდა, დარჩება, ვისაც უნდა, წავა“, – ამბობს დეკანოიძე ჟურნალისტების კითხვაზე, დარჩებიან თუ არა დემონსტრანტები პარლამენტთან.

„გაიტაცებენ კარავს? არა უშავს, კიბეებზე დავსხდებით“, – ამბობს იგი.

 

ოპოზიციის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრა

მასალების გადაბეჭდვის წესი