ახალი ამბები

საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული — ცესკო

1 ნოემბერი, 2020 • 628
საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული — ცესკო

ცესკოს ინფორმაციით,  14:50 საათისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული. მათივე ცნობით, საჩივრების უმეტესობა დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზეა დაწერილი, ხოლო ხმების დათვლასთან დაკავშირებული საჩივრები, კანონმდებლობის მიხედვით, პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიებში იყო წარდგენილი.

ცესკოს განმარტებით, საჩივრების  უმეტესი ნაწილი  პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა, 280 შემთხვევაში, კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა.

“თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, მაგალითად, უბნის შედეგების ბათილობაზე დაწერილია 45 საჩივარი, გადასატანი საარჩვენო ყუთის ბათილობაზე – 16, ხოლო ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოთხოვნილია 23 შემთხვევაში”, — აცხადებენ ცესკოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი