ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 1 791 შემთხვევა, გარდაიცვალა 28 პაციენტი — 1 ნოემბერი

1 ნოემბერი, 2020 •
გამოვლინდა კორონავირუსის 1 791 შემთხვევა, გარდაიცვალა 28 პაციენტი — 1 ნოემბერი

პირველი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 791 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 413 პაციენტი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

დღეის მონაცემებით, საქართველოში, ჯამში, კორონავირუსის 40 727 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან გარდაიცვალა 335 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 25 104.

რეგიონების მიხედვით კი კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 532
  • აჭარა – 369
  • იმერეთი – 392
  • ქვემო ქართლი – 86
  • შიდა ქართლი – 62
  • გურია – 29
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 187
  • კახეთი – 57
  • მცხეთა-მთიანეთი – 0
  • სამცხე-ჯავახეთი – 56
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 15 262 ადამიანი, მათ შორის 4 188 მკურნალობს კლინიკებში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 223 პირია, კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 204, ბინაზე კი 8 870 პაციენტი მკურნალობს.

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, თვითიზოლაციაში 29 565 ადამიანი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი