ახალი ამბები

“პირველი არხი”:ჩვენს სერვერებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა

31 ოქტომბერი, 2020 •
“პირველი არხი”:ჩვენს სერვერებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” განცხადებით, მათ სერვერებზე ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა:

“პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ. სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა” ,- აცხადებენ “პირველ არხში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი