ახალი ამბები

საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული — ცესკო

31 ოქტომბერი, 2020 • 832
საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული — ცესკო

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული. მისი თქმით, აღნიშნული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

“მაგალითისათვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას”, — განაცხადა მიქელაძემ.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 1 279 947 ამომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 36.45-%- ია. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი