ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 1 279 947 ამომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 36.45-%- ია. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დაბალი აქტივობა — 33.9% დაფიქსირდა ქვემო ქართლში, ყველა მაღალი — 49.5% რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობა 34,8 % (1222634) იყო.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება.