საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი 1696 შემთხვევიდან უმრავლესობა – 683 შემთხვევა თბილისში დადასტურდა.
ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თბილისი – 683
- აჭარა – 381
- იმერეთი – 313
- ქვემო ქართლი – 117
- შიდა ქართლი – 59
- გურია – 18
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 60
- კახეთი – 19
- მცხეთა-მთიანეთი – 1
- სამცხე-ჯავახეთი – 34
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 2, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
30 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სულ საქართველოში კორონავირუსისი 37 263 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 19810 გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა.