ახალი ამბები

გორთან ავარიისას დაშავებული მეექვსე ადამიანიც გარდაიცვალა

30 ოქტომბერი, 2020 • 1271
გორთან ავარიისას დაშავებული მეექვსე ადამიანიც გარდაიცვალა

გორთან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე, ადამიანი გარდაიცვალა. როგორც გორის კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში ავტოავარიის შედეგად დაშავებული არცერთი პაციენტი აღარ იმყოფება.

“ერთი იყო რეფერირებული კლინიკადან, დანარჩენ პაციენტებს გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება და უარი განაცხადეს შემდგომ მკურნალობაზე”, — განაცხადა მან.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს ავტოავარია გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა.

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, მიკროავტობუსის მგზავრები თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი