ახალი ამბები

“არ ვიცოდი” – უდუმაშვილი კიკაბიძის მიერ რუსულად სიმღერაზე

29 ოქტომბერი, 2020 • 864
“არ ვიცოდი” – უდუმაშვილი კიკაბიძის მიერ რუსულად სიმღერაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშილის თქმით, მან არ იცოდა, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კუკაბიძე დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე სიმღერას რუსულადაც შეასრულებდა. თუმცა, უდუმაშვილის განმარტებით, ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს:

“ეს არის სიმღერა, რომელიც ორ ენაზე იყო თავიდანვე შესრულებული და დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ალბათ ამიტომ იმღერა ბატინმა ბუბამ ეს სიმღერა. არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ეს არის ულამაზესი სიმღერა. მე არ ვიცოდი, მაგრამ ნამდვილად ვერაფერს ვერ ვხედავ იმაში ცუდს, რაც მე მოვისმინე დღეს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ბუბა კიკაბიძემ დღეს, 29 ოქტომბერს, “ძალა ერთობაშიას” აქციაზე თბილისში შეასრულა “თბილისო”, რომლის ნაწილის რუსულ ენაზე იმღერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი