ახალი ამბებირეკლამა

ლიდერის ჯილდო სკოლა პროგრესს შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისგან [ვიდეო] 

29 ოქტომბერი, 2020 •
ლიდერის ჯილდო სკოლა პროგრესს შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისგან [ვიდეო] 

ქართულ-ამერიკულმა სკოლა პროგრესმა საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით 2019 წლის ლიდერის ჯილდო მიიღო.

ლიდერის ჯილდო სკოლა პროგრესს, მის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორებს შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივ, მე-9 დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცათ.

წლის ლიდერ კომპანიებსა და ხელმძღვანელებს შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია და ბიზნეს რეიტინგების კავშირი ყოველწლიურად ავლენს. დაჯილდოების მიზანია ეკონომიკის ლიდერების გამოკვეთა და მათი ეფექტურობის განსაზღვრა.

ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების განათლებაზე. სკოლა მოწინავეა STEM საგნებში, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით.

სკოლა პროგრესი საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მოსწავლეებს სთავაზობს ზოგადი განათლების ყველა საფეხურს და ასევე აკადემიას – High School Academy.

ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს “AdvancED”-ის და “უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს” მიერ და გასცემს მსოფლიოში აღიარებულ ამერიკული სკოლის დიპლომს.

მასალების გადაბეჭდვის წესი