ახალი ამბები

ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, კომპანიის ცნობით, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

28 ოქტომბერი, 2020 • 826
ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, კომპანიის ცნობით, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში უთხრეს, ინფიცირებულმა გუშინ, 27 ოქტომბერს, შეატყობინა კომპანიას, რომ ვირუსი ჰქონდა, მანადე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პრესსამსახურის განმარტებით, ავტობუსის კონტროლიორები ცვლებში მუშაობენ, ამიტომ ინფიცირებული არ მუშაობდა. სამსახურში როცა უნდა გამოსულიყო, კომპანიას შეატყობინა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

“კონტროლიორის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა კომპანიაში. მანამდე მას შესვენების დღეები მოუწია, რადგან ისინი განრიგით მუშაობენ. როცა გამოსვლის პერიოდი ჰქონდა, თავი შეუძლოდ იგრძო, შესაბამისად, სამსახურში არ გამოსულა და თვითიზოლაციაში გადავიდა. დაახლოებით 10 დღემდე გამოვიდა ეს თვითიზოლაციის პერიოდი და ჩატარდა შესაბამისი კვლევა. ამის შემდეგ კომპანიაში შემოვიდა ინფორმაცია მისი ინფიცირების შესახებ. როგორც ვიცი, მსუბუქი ფორმით აქვს ვირუსი და სახლში იმყოფება. ამ 10 დღის განმავლობაში მას მგზავრებთან ან კომპანიის თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია, ვინაიდან მუშაობა არ უწევდა”,-აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი