ახალი ამბები

რატიანი ორსული პაციენტის კლინიკიდან გაქცევის ფაქტს არ ადასტურებს

28 ოქტომბერი, 2020 • 1102
რატიანი ორსული პაციენტის კლინიკიდან გაქცევის ფაქტს არ ადასტურებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორსული პაციენტის გაქცევის ფაქტს არ ადასტურებენ.

როგორც ნეტგაზეთს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა უთხრა ორსული ქალის შემთხვევაში კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ოჯახის წევრებისა და მისივე სურვილით კლინიკიდან გაეწერა. ამ ეტაპზე, რატიანის თქმით, პაციენტი მკურნალობას სახლში აგრძელებს და მას მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს.

“პროტოკოლით პაციენტს გაწერა მე-10 დღეს ეკუთვნოდა, მაგრამ რადგანაც იყო უსიმპტომო, არანაირი კლინიკური ნიშანი არ ჰქონდა და ოჯახის წევრებს დადასტურებული ჰქონდათ კოვიდინფექცია, პაციენტი მისი და ოჯახის წევრების მოთხოვნით ბინაზე გაეწერა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება მე-14 დღეს დგება, თუმცა, პროტოკოლის მიხედვით, ხუთი დღე იყო უსპიმტომო და არანაირი ჩივილი არ ჰქონია, ამიტომ პაციენტის ბინაზე გაწერა შესაძლებელი იყო. პაციენტი 22:50 წუთზე ხელწერილის საფუძველზე გაეწერა”,-აცხადებს რატიანი.

ორსული კოვიდინფიცირებულის კლინიკიდან გაქცევის შესახებ ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ნათია მეზვრიშვილს ჰკითხეს, რაზეც მეზვრიშვილმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი