ახალი ამბები

ცერცვაძე: გამოჯანმრთელებულთა პლაზმაში დაცვით ანტისხეულებს ვერ ვსაზღვრავთ

28 ოქტომბერი, 2020 • 928
ცერცვაძე: გამოჯანმრთელებულთა პლაზმაში დაცვით ანტისხეულებს ვერ ვსაზღვრავთ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდისგან განკურნებული პაციენტების პლაზმაში ზოგადად ანტისხეულების მოცულობის განსაზღვრაა შესაძლებელი და არა დაცვითი ანტისხეულების, რომელიც მისი თქმით, განსაზღვრავს პლაზმით სხვა კოვიდ პაციენტის მკურნალობის ეფექტურობას.

ცერცვაძის თქმით, მიუხედავად ამისა, აღნიშნული მეთოდით 6 კრიტიკულ პაციენტს უმკურნალეს, რომელთაგან 4 ადამიანი განიკურნა, 2-ის დაავადების მიმდინარეობაზე კი პლაზმამ გავლენა ვერ მოახდინა:

“ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ პლაზმა გარანტირებულად განკურნავს პაციენტს, ისევე როგორც არ დაუმტკიცებიათ, რომ ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს, კვლევები გრძელდება. 6 პაციენტთან გამოვიყენეთ იმიტომ, რომ არ გვყავს მეტი დონორი, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი პარამეტრების პლაზმა. ექვსივე იყო კრიტიკული პაციენტი. 4 გადარჩა ცალსახად ამ პლაზმის მიცემის ხარჯზე, 2-ის დაავადების მიმდინარეობაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

ეს სტატისტიკისთვის არაფერია და ვერაფერს ვამტკიცებთ. როგორც ჩანს, პლაზმის ეფექტურობა დამოკიდებულია მასში დაცვითი ანტისხეულების რაოდენობაზე. ჩვენ საქართველოში, ზოგადად, ანტისხეულებს ვსაზღვრავთ, დაცვით ანტისხეულებს- ვერა. ნაწილი ამ პლაზმის შეიცავს ასეთ ანტისხეულებს და თუ შეიცავს, ის მოარჩენს”, – ამბობს ცერცვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი