ახალი ამბები

“საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად დაცული იყოს რეკომენდაციები” – გამყრელიძე

27 ოქტომბერი, 2020 • 585
“საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად დაცული იყოს რეკომენდაციები” – გამყრელიძე

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ხომ არ იგეგმება ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე ეკლესიებისთვის მოწოდება, მსახურება მრევლის გარეშე ჩაატარონ, აცხადებს, რომ რეკომენდაციები იგივე რჩება, რაც გაზაფხულზე იყო.

კერძოდ, გამყრელიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირბადის გაკეთება, დისტანციის დაცვა და სასულიერო პირებსა და მრევლს რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა:

“ახლა, როდესაც ჩვენ ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება, ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ. ასევე, რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს დახურულ შენობებში, თუ ეკლესიის გარეთ.

ამიტომ, ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და ჩვენს მრევლს ვთხოვ, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა ინფიცირების შემთხვევები როგორც მრევლში, ასევე, სასულიერო პირებში,”-თქვა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 824 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 32 127-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 12 632 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 238-მდე გაიზარდა. StopCov-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3 847 პაციენტი იმყოფება, კოვიდ სასტუმროში კი 2 249 ადამიანი მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი