ახალი ამბები

თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ცესკოში რეგისტრაციის ვადა 18:00 საათამდე გაგრძელდა

27 ოქტომბერი, 2020 • 931
თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ცესკოში რეგისტრაციის ვადა 18:00 საათამდე გაგრძელდა

ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების, ელენე ხოშტარიასა და ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საარჩევნოდ რეგისტრაციის ვადა დღეს, 18:00 საათამდე გაახანგრძლივა.

აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც დაადასტურეს.

“აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო, რომელმაც იცოდა, რომ იქნებოდა [კორონავირუსის] მეორე ტალღა, არ მოემზადა ამისთვის. ჯანდაცვამ და ცესკომ ვერ მოაგვარეს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ყველა პირის ხმის უფლება ყოფილიყო დაცული. თამარ ჟვანიამ პრაქტიკულად აღიარა ეს დღეს შეხვედრაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე საათით ვადის გახანგრძლვებას”,- განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, მათ მიიღეს დაპირება, რომ ცესკო გადაურეკავს იმ ადამიანებსაც, ვისი ზარიც შევიდა ცხელ ხაზზე, თუმცა საბოლოოდ ცესკოსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ამასთან, ხოშტარიას განცხადებით, ისინი ვადის გახანგრძლივებას ხვალამდე ითხოვდნენ, თუმცა ცესკოში მიიღეს პასუხი, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღს არ დასრულდებოდა რეგისტრაცია, ისინი შესაბამისი სიების შედგენას ვეღრ მოასწრებდნენ. ხოშტარია და გოგორიშვილი დღეს ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდნენ. თავდაპირველად მათ ცესკოს შენობაში დაცვის წარმომადგენლები არ უშვებდნენ, თუმცა საბოლოოდ შენობაში შესვლა მოახერხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი