ახალი ამბები

თბილისში კორონავირუსის 712, აჭარაში 545 შემთხვევა დაფიქსირდა

27 ოქტომბერი, 2020 •
თბილისში კორონავირუსის 712, აჭარაში 545 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი Covid-19-ის 1824 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 712, კვლავ თბილისში დაფიქსირდა. თბილისის შემდეგ 545 შემთხვევით აჭარის რეგიონი მოდის. იმერეთში ინფიცირების 305 შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 63
  • ქვემო ქართლი – 48
  • მცხეთა-მთიანეთი – 22
  • შიდა ქართლი – 56
  • გურია – 24
  • კახეთი – 23
  • სამცხე-ჯავახეთი – 22
  • რაჭა-ლეჩხუმი – 4

დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, 24 საათში Covid-19-ით 23 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა, ჯამში, 238 გახდა. 26 თებერვლის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 12 632 პაციენტი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი