ახალი ამბები

ვგეგმავთ, მოქალაქეებს თავიანთი ოჯახის ექიმის საკონტაქტო ნომერი მივცეთ – ტიკარაძე

26 ოქტომბერი, 2020 • 1322
ვგეგმავთ, მოქალაქეებს თავიანთი ოჯახის ექიმის საკონტაქტო ნომერი მივცეთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სამინისტრო გეგმავს, თითოეულ მოქალაქეს თავისი ოჯახის ექიმის ნომერი მიაწოდოს.

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ არაერთხელ თქვა, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისი ოჯახის ექიმის ნომერი უნდა იცოდეს. ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, დროულად აცნობოს ექიმს.

ამ განცხადების შემდეგ, არაერთმა მოქალაქემ, მათ შორის, სოციალურ ქსელში თქვა, რომ არ იცის ოჯახის ექიმის ნომერი. ამაზე საპასუხოდ ტიკარაძემ დღეს სპეციალური განმარტება გააკეთა.

როგორც მინისტრი ამბობს, ოჯახის ექიმის ნომერი მოქალაქეთა ნაწილისთვის, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, უკვე ცნობილია.

რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, მისივე თქმით, სამინისტროს ბაზების საშუალებით უწყებას აქვს საშუალება, თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირებისა და იმის გარკვევისა, „თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე“.

„ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს გავაცნოთ მათ ოჯახის ექიმს და გავუზიაროთ საკონტაქტო ნომრები.

გვაქვს კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, ვინადაინ ეს ყველაფერი შეთანხმებაზეა დაფუძნებული და აქედან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში ჩვენ ამას გავასაჯაროებთ. ალბათ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეეს შეეძლება, პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი“, – ამბობს ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი